მოგვყევი
Scroll down

GVARAMADZE
WINERY

ქართული ღვინის ისტორია

ქართული ვაზი და ქართული ღვინო თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ერთ–ერთი უძველესი და განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიოში. თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით აღიარებს საქართველოს „ღვინის სამშობლოდ“. ამას მოწმობს მრავალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული არტეფაქტები და არქეობოტანიკური მონაცემები. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოში იქნა აღმოჩენილი და აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს პენსილვანიის უნივერსიტეგის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგროვერნი, რომელიც, გუნდთან ერთად სამი წლის განმავლობაში იკვლევდა ღვინის სამშბლოს

საქართველოში 500–ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიში ხარობს, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500–ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს იუნესოკს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

01.