მოგვყევი
Scroll down

GVARAMADZE
WINDERY

Sakura Japan Women’s Wine Awards

  • 4 ნახვა

იაპონიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Sakura Japan Women’s Wine Awards 2019 შალვა გვარამაძის მეღვინეობის 2017 წლის საფერავი ორმაგი ოქროს მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა შალვა გვარამაძის მეღვინეობის 2017 წლის წარაფი.

Sakura Japan Women’s Wine Awards წარმოადგენს იაპონიის ერთ–ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ კონკურსს. კონკურის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჟიური დაკომპლექტებულია ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული ავტორიტეტული ქალი სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო 33 ქვეყნის 4326 დასახელების ღვინო. აქედან ორმაგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა 278 ნიმუში.

ორმაგი ოქროს მედლით დაჯილდოვებული ღვინოები წარდგენილ იქნებიან საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan, უმაღლესი ჯილდოს „ბრილიანტის“ (Dimond Trophy) მოსაპოვებლად.

                          
                          

01.