მოგვყევი
Scroll down

SHALVA GVARAMADZE
WINERY

კომპანიის ისტორია

კომპანია შალვინო წარმოადგენს საოჯახო საწარმოს, რომელიც 2008 წელს დააარსა ბატონმა შალვა გვარამაძემ. მან ააღორძინა გვარამაძეთა გვარის ღვინის წარმოების ოჯახური ტრადიცია.

კომპანიას საკუთრებაში გააჩნია 94 ჰექტარი ვენახი, რომლის დიდი ნაწილი გაშენებულია გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 390 მეტრზე. კომპანიის ვენახების ნაწილი გაშენებულია ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფლ ენისელის ტერიტორიაზე, ასევე წარაფების, ახოებისა და მოწყობილის მიკროზონებში, რაც უნიკალურ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს ჩვენს ღვინოს.

კომპანიის საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხანა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში და დაკომპლექტებულია იტალიური წარმოების უახლესი მანქანა– დანადგარებითა და თანამედროვე ლაბორატორიით.

2017 წლიდან კომპანიამ დაიწყო პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინის წარმოება, რომელსაც, კომპანიის დამფუძნებლის პატივსაცემად, ეწოდა „შალვა გვარამაძის მეღვინეობა –SHALVA GVARAMADZE WINERY“

პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინოები იწარმოება სხვადასხვა მიკროზონაში კულტივირებული რჩეული ყურძნისგან, რაც განაპირობებს მათ ექსკლუზიურ საგემოვნო თვისებებს.

დღეისათვის SHALVA GVARAMADZE WINERY–ის სასაქონლო ნიშნის ქვეშ იწარმოება ექვსი დასახელების ქვევრის ღვინო.

01.

GVARAMADZE WINERY

02.